პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: პოეტ ზურაბ გორგილაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა, მის პოეზიასთან ზიარება.
პროექტის აქტუალობა: პროექტში მონაწილე ბავშვები გაეცნობიან ზურაბ გორგილაძის ბიოგრაფიას, შემოქმედებას, აიმაღლებენ ინფორმაციის მოძიების, გაანალიზების და მის საფუძველზე დასკვნების გაკეთების კომპეტენციას. შეეცდებიან ჩაწვდნენ პოეტის სულს და სხვასაც გაუზიარონ მისი პოეზიით აღძრული ემოციები.
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია შეიქმნას და ინტერნეტსივრცეში განთავსდეს პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მრავალმხრივი მასალა, ვებგალერეაში აიტვირთოს პრეზენტაციები და სურათები, რადგან ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს ზურაბ გორგილაძის კულტურული მემკვიდრეობა.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლიან პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას, მათ მიერ გამართული ლიტერატურული კომპოზიციისა თუ კონფერენციის საშუალებით სხვებიც გაიცნობენ ზურაბ გორგილაძის პოეზიას, რაც ხელს შეუწყობს დიდი პოეტის სახელის პოპულარიზაციას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ისტ-ის საშუალებით მოძიებული ვიდეო თუ ფოტომასალა; მწერლის ცოლთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ინტერვიუები, სკოლის ბიბლიოთეკა, საგაზეთო მასალები, ჟურნალები, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა,კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): პროექტში მონაწილე ბავშვები მოიძიებენ ინფორმაციას პოეტის ცხოვრების, მოღვაწეობის, შემოქმედების შესახებ. მოაწყობენ ექსკურსიას პოეტის მშობლიურ სოფელ- ხალაში, შეხვდებინ პოეტის ცოლს-ლეილა დავითაძეს და ოჯახის სხვა წევრებს ინტერვიუსათვის; ასევე მოეწყობა შეხვედრები პოეტის მეგობრებთან,Dშეიქმნება ელექტრონული მოგონებების წიგნი, ვებ გვერდზე განთავსდება ლინკები –
-ზურაბ გორგილაძის გენეოლოგია;
-ლექსები;
-მოგონებები პოეტზე;
-ფოტოგალერეა;
Mმოეწყობა პრეზენტაციები, შეიქმნება პლაკატები.
-პროექტის ბოლოს მოსწავლეები წარმოადგენენ ანგარიშს შესრულებული სამუშაოს შესახებ.
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანშიქართულ ენასა და ლიტერატურაში შეიძენენ ინტერვიუს აღების უნარს, გაიუმჯოესებენ წერისა და კითხვის, კვლევის, დისკუსიების გამართვის უნარ-ჩვევებს. ხელოვნებაში გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი უნარი. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში კი შეიძენენ ინტერნეტში მასალების მოძიებისა და განთავსების უნარებს.
პროექტის ფასილიტატორი: ირინა მელაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: meladzeiri@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий